ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. ინფორმაციას გუკა რჩეულიშვილის დედაზე დაყრდნობით, "პირველი რადიო" ავრცელებს.
მაია რჩეულიშვილის ინფორმაციით, უკვე დაკავებულია ცენტრ-პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელიც. გუკა რჩეულიშვილის დაკავება, სავარუდოდ მისი ცენტრ-პოინტის დირექტორობის პერიოდს უკავშირდება.
ცენტრ-პოინტის ორი თანამშრომლის სალომე ჩარკვიანისა და ირაკლი მინდელის დაკავების ფაქტს მთავარი პროკურატურა ადასტურებს.