"თავისუფლად მსუნთქავი" ბიზნესის კიდევ ერთი მაგალითი: ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი, რომელიც უკვე მესამე წელია, საქართველოდან წასულია, ივანიშვილის მთავრობის სამიზნე გახდა: ყველა მისი ბიზნესი მიზანმიმართულად ჩაიძირა და განადგურდა.
ენაწყლიანი და იუმორით შეიარაღებული ყოფილი პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტების წინაშე გორში წარდგა: ზოგი წინანდელი შეცდომა და უზუსტობა მან ამ შეხვედრაზე გამოასწორა, მაგრამ ზოგი, უკვე ახალი - დაუშვა.
ტვ "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი 2011 წლის 26 მაისსა და მის წინადღეებში მომხდარ ამბებს მიმოიხილავს. "ნიუსვოისის" სიუჟეტში" ნათქვამია, რომ 26 მაისის ამსახველ ახალ კადრებში, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - პოლიციელის დაღუპვა - იგნორირებულია.
ელენე ჩხიკვაძეს ესაჭიროება დახმარება. 23 წლის გოგონას, გადატანილი ინსულტის გამო, პარალიზებული აქვს სხეულის ნახევარი, რეაბილიტაციისთვის კი 180 000 ლარია საჭირო.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლისა, გარდაიცვალა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე.
„ნარმანია კარგი მენეჯერია“; „საქართველოს მომავალი ევროპაშია“, „რომ არა სააკაშვილი, 2008 წელს რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა“; „ხეები კი არა, ადამიანებია ჩემი გატაცება“, „ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ არჩევნებზე“ -
მხოლოდ იმისთვის, რომ თავის მანქანაზე რუსული "იანდექს ტაქსის" სტიკერი გააკრან, რუსული კომპანია თბილისში, კერძო ტაქსების მძღოლებს დღეში 35$ უხდის. ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ქართული კომპანია "ტაქსი 2 200 200" გამოეხმაურა "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ გამოძახებაზე რუსული კომპანიის ტაქსები დადიან. შესაბამისი სტატუსი ფოტოებთან ერთად, სოციალურ ქსელში ციცია ჯაფარიძემ გაავრცელა.
ზაზა ბიბილაშვილი ბიზნესმენს, "მაგთიკომის" ყოფილ გენერალურ დირექტორს დევიდ ლის პასუხობს, რომელიც, თავის მხრივ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ენმ-ს მიერ ზუგდიდში სანდრა რულოვსის წარდგენის შემდეგ, ყოფილი პირველი ლედის განცხადებებს უპასუხა.
გონიოში, სწავლების დროს გაუჩინარებული ორი ჯარისკაცის საკითხს ეხმიანება "ფეისბუქში" ალექსანდრე ჩიტიშვილი და როგორც სამხედრო საკითხებში ჩახედული პირი, მომხდარის მისეულ ვერსიას ასაჯაროვებს. მისი თქმით, მომხდარი უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის შედეგია, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა პასუხი უნდა აგონ.
"ფეისბუქზე" ქართველი სპორტის მოყვარულების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველ ნიჩბოსანს, რიოს ოლიმპიადის მონაწილესა და ფინალში მეხუთე ადგილზე გასულ ზაზა ნადირაძეს ვარჯიშისთვის ელემენტარული პირობები და აღჭურვილობა არ ჰქონდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ინტერვიუში, რაზე დაყრდნობითაც ინფორმაცია გავრცელდა, ზაზა ნადირაძე 2013-14 წლებს იხსენებდა.