
თბილისთან ახლოს, დმანისთან მომხდარი მიწისძვრის ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა. ზოგან ბიძგები იმდენად მძლავრი იყო, რომ მოსახლეობამ სახლები დატოვა და განმეორებითი ბიძგების მოლოდინში ქუჩას მიაშურა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 53 კმ.-ში, დმანისის ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ სოღუთლოს მიდამოებში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 4,8 მაგნიტუდას შეადგენდა. წინასწარი ინფორმაციით, ნგრევა და მსხვერპლი არ არის.