ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრაში, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მონაწილეობდა.
უბედური შემთხვევა გახდა ბათუმში „აჭარა პი ეს“-ის ჟურნალისტის თამაზ ქობულაძის გარდაცვალების მიზეზი. ოპერატორს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე, რომელმაც პოპულარობა რუსეთის ახალგაზრდობის წარმომადგენელთან გაეროს შტაბ-ბინაში გამართული დებატების შემდეგ მოიპოვა, ავარიაში მოყვა და ამის შესახებ "ფეისბუქის" მეშვეობით თვითონ დაწერა.
ნიკა ჩერქეზიშვილმა გადაწყვიტა, სამსახურიდან გათავისუფლების გამო პროტესტი მთავრობის კანცელარიის წინ პლედისა და კარვის გარეშე, 24-საათიანი დგომით გამოხატოს.
მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმის“ რადიოები: „აფხაზეთის ხმა“, „დარდიმანდი“ და „შანსონი“ ერთობლივად აცხადებენ, რომ უნდობლობას უცხადებენ „სილიკონ ველი თბილისისა“ და “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” მიერ გამოქვეყნებულ რადიოკვლევებს.
კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი დგებუაძემ (მასტერა), რომელიც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეა ბრალდებული, სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა.
წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მამაკაცმა მშობლებს თავი მოჰკვეთა და მიიმალა. "თაიმერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შსს ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავა. ათი თვის ბავშვის ცემის გამო დაპატიმრებულია 60 წლის ქალბატონი, ცნობილია, რომ ის თბილისში ერთერთ ოჯახში ბავშვის მომვლელად თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საინფორმაციო შეხვედრებს ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში მართავს. სასულიერო პირები ბრიუსელში არსებულ ქართულ სამრევლოსაც მოინახულებენ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმა" და რადიო "აფხაზეთის ხმა", განახლებული მაუწყებლობის პროგრამულ ბადეში კვირას, 9 ოქტომბერს წარმოგიდგენთ გადაცემას "Live შოუ".