ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ თუ დაპირისპირებულ მხარეთა ერთად ყოფნა შეუძლებელი იქნება, ისინი იფიქრებენ, იდაონ ენმ-ს სახელზე, თუ ცალკე პარტიაში გააგრძელონ მუშაობა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ როგორც ფრაქცია, ასევე, ნაციონალური მოძრაობა, უკვე გაყოფილია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართუ" ბანკის საქმესთან დაკავშირებით პროცესი ჩაინიშნა. სასამართლო პროცესზე პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაა დაბარებული.
CNN-ის ცნობილმა წამყვანმა ერინ ბარნეტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ენმ-ს დამფუძნებელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ეთერში ასე წარადგინა:
პოლიტოლოგი დავით ბერიტაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობასთან დაკავშირებულ დისკუსიას ეხმიანება და დელეგატთა შერჩევის, მათი რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აყალიბებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიის ყრილობის თარიღი შესაძლოა, შეიცვალოს. ის ამის აუცილებლობას იმით ხსნის, რომ არსებული წესით დელეგატების არჩევა, პრაქტიკულად, ვერ ესწრება.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" დამფუძნებელი ნიკა რურუა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიიდან კანდიდატთა ნაწილის ამოღების შესახებ ცესკოში მოთხოვნის გაგზავნას მიუღებლად და არასწორად მიიჩნევს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი პარტიის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის მიერ ცესკოში წერილის გაგზავნას და პროპორციული სიიდან რამდენიმე დეპუტატობის კანდიდატის ამოღების მოთხოვნას ეხმიანება.
პოლიტოლოგი, განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია წერს, რომ არავის, მათ შორის, არც თავად მოსდის თავში ის აზრი, რომ სასამართლომ გიგი უგულავას გათავისუფლების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა, მისი აზრით, იმის მიუხედავად, რა მოტივი ჰქონდა ხელისუფლებას, უგულავას გათავისუფლება მაინც კარგია და კიდევ უკეთესი იქნებოდა, ეს გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს შეხებოდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი და პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური ადასტურებენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიის პროპორციული სიიდან კანდიდატთა ნაწილის ამოღების მოთხოვნით მიმართეს.