პოლიტიკა

ნიკა რურუა გიგი უგულავას ტერმინ "უკლონისტების" გამოყენებისთვის აკრიტიკებს

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღეს გათავისუფლებულ გიგი უგულავას ტერმინოლოგიის შერჩევა და ემოციებისგან დაცლა ურჩია ნიკა რურუამ მას შემდეგ, რაც ერთერთ კომენტარში თბილისი ყოფილმა მერმა ფრაზა "ბიბლიოთეკის უკონისტები" გამოიყენა. 

>>>

სერგო რატიანის მოთხოვნით, ცესკომ ენმ-ს სიაში ცვლილებები დაარეგისტრირა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამუშაო საათების დასრულების მომიზეზებით არ გააკეთეს კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ენმ-ს აღმასრულებელი მდივნის მოთხოვნით საარჩევნო კომისიამ ენმ-ს პარტიულ სიაში ცვლილებები დაარეგისტრირა. 

>>>

უგულავა: ვაღიარებ, რაც არასწორი იყო, მაგრამ გაფლანგვის ბრალდებას არ მივიღებ

თბილისის ყოფილი მერი, მსჯავრდებული გიგი უგულავა დღეს "თბილსერვისის" საქმეზე ჩატარებულ სასამართლო პროცესს დაესწრო და დასკვნითი სიტყვაც თქვა. სასამართლო დაცვის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სათათბიროდ გავიდა, თუმცა, ჯერ უცნობია, როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. 

>>>

სერგო რატიანის წერილს ენმ-ს ყრილობის შესაძლო არალეგიტიმურობაზე ორგანიზაციები პასუხობენ

 

 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის რეგიონალურმა ორგანიზაციამ საჯაროდ, "ფეისბუქის" გვერდზე უპასუხა ენმ-ს აღმასრულებელი მდივნის, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის სერგო რატიანის წერილს იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვარს დანიშნული ენმ-ს ყრილობა "ვერ იქნება ლეგიტიმური".

>>>

ენმ: ყრილობისთვის მზადებისა და უთანხმოების დეტალები

ენმ-ს პოლიტსაბჭოს 24-მა წევრმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ  პარტიის VII ყრილობის საორგანიზაციო კომისია დადგენილი წესის გვერდის ავლით ფუნქციონირებს და მას ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რასაც ცალსახად მოითხოვს პოლიტიკური საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებული წესის პუნქტი.

>>>

პავლე კუბლაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი მხოლოდ ეკონომიკის გაჯანსაღება უნდა იყოს

იურისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი წევრი პავლე კუბლაშვილი წერს, რომ აქციზის გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ უნდა მიიღონ, ხოლო კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს საგარეო ვალის ზედა ზღვარი.

>>>

მეგის ქარდავა: არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, საქართველოს ვემსახურებოდი და ასე გავაგრძელებ

ბოლო დროს მის სახელთან დაკავშირებული ცილისმწამებლური კამპანიის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მეგის ქარდავამ კომენტარი გააკეთა.

>>>

ნაცმოძრაობის ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 7.000 დელეგატით ჩატარდება, ხოლო ყრილობის დღის წესრიგში არ დადგება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. ორივე საკითხს - დელეგატთა რაოდენობასა და დღის წესრიგში თავმჯდომარის არჩევის შეტანას დღეს პოლიტსაბჭომ კენჭი უყარა. 

>>>

ენმ-ს პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ ყრილობის 7.000 დელეგატიან ფორმატს დაუჭირა მხარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოზე განსახილველად გატანილი პარტიის ყრილობის ორი ფორმატიდან უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნილ ვარიანტს, სადაც 7.000-მდე დელეგატია გათვალისწინებული. 

>>>

საპარლამენტო უმრავლესობა: არ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ წელს მივიღებთ უვიზო მიმოსვლას

ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურების საკითხთან დაკავშირებით თბილისში განცხადებები კეთდება. გაჭიანურებას საპარლამენტო უმრავლესობა არ უკავშირებს საქართველოს. მათი შეფასებით ქვეყანამ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მიზეზი ე.წ. შეჩერების მექანიზმზე პოზიციების შეუთანხმებლობაა.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !