ნიკა მელია და "ქართუს" საქმე - სასამართლოში პროცესი 9 იანვარს ჩაინიშნა

Image

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართუ" ბანკის საქმესთან დაკავშირებით პროცესი ჩაინიშნა. სასამართლო პროცესზე პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაა დაბარებული. 

 

როგორც "აფხაზეთის ხმისთვის" გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესი 10 იანვარს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესზე გამოცხადების მოთხოვნის შემცველი უწყება ნიკა მელიამ უკვე მიიღო. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გახდა ცნობილი თანაფრაქციელების პრეტენზიის შესახებ ნიკა მელიასადმი. კერძოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოკერია-უგულავას გუნდი ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას უპირებს და ეს საკითხი ასევე, ხვალ უნდა გადაწყდეს.

 

ფრაქციის წევრებმა ოფიციალური წერილით მიმართეს ნიკა მელიას და ხვალ დილით ყოფილი პარლამენტის შენობაში, თბილისში დაიბარეს, ხოლო სერგო რატიანმა და ირმა ნადირაშვილმა დაადასტურეს, რომ ნიკა მელიასთვის ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერებაა დაგეგმილი. 

 

შეგახსენებთ, ნიკა მელიას ,,ბანკ ქართუს" გაკოტრების სქემასთან დაკავშირებით ბრალი 2013 წლის იანვარში წაუყენეს:

 

"მელიას წარედგინა ბრალი, რომელიც გათვალისწინებული სსკ 232­ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ასევე წარედგინა ბრალი სსკ 25­ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ქონების დამალვაში დახმარებას და ითვალისწინებს 7­-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - განაცხადა მაშინ ნიკა მელიას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !