-
2017-01-07 10:51
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიის ყრილობის თარიღი შესაძლოა, შეიცვალოს. ის ამის აუცილებლობას იმით ხსნის, რომ არსებული წესით დელეგატების არჩევა, პრაქტიკულად, ვერ ესწრება.
„ყრილობის გადადებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განცხადებები, მათ შორის, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების მხრიდანაც. ისინი საუბრობენ, რომ პრაქტიკულად ვერ ესწრება დელეგატების არსებული წესით არჩევა. ვიღაცის თვალში შეიძლება ყრილობა ჩატარდეს, ხოლო ვიღაცის თვალში არ ჩატარდება. მე პირადად ვერ ვხედავ ჩემს ადგილს დაანონსებულ ყრილობაზე, რომელიც პოლიტსაბჭოს არარსებობის პირობებში ტარდება“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.