-
2017-01-07 02:47
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი პარტიის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის მიერ ცესკოში წერილის გაგზავნას და პროპორციული სიიდან რამდენიმე დეპუტატობის კანდიდატის ამოღების მოთხოვნას ეხმიანება.
"რო კითხო, ხალხი მიშას გამოჩენამ შეაშინაო. არადა, სანამ პარტიის სადავეები ჯერ კიდევ ხელში აქვთ, ხალხის ნებას დემონსტრაციულად უგულებელყოფენ, განსხვავებულ აზრზე მდგომებს დევნიან და საკადრო წმენდას აწყობენ. სწორედ ეს მენტალიტეტი აშინებს ხალხს, მიშას გამოჩენა და ჩარკვიანის სიმღერები კი არა. მაგრამ არაფერია - 20 იანვარს დავადასტურებთ, რომ ასეთები არ ვართ", - წერს ზაზა ბიბილაშვილი.