"დღეს არ არსებობს საშიშროება, რომ “რუსთავი 2”-ში რამე მოხდება, მხარდამჭერებს კი 12 მარტს რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე მოსვლისკენ მოვუწოდებთ", - ეს განცხადება "რუსთავი-2"-ის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა გააკეთეს და აქცია დროებით შეწყვიტეს.
ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ განაცხადა. მან თანამშრომლებსა და მხარდამჭერებს ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიულოცა.
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სტატიაში „ციხის კადრები გივი თარგამაძეს და გიგი უგულავას გადავეცი“ სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროვებს.
ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" დამფუძნებელი გიორგი კორკოტაშვილი ტვ "პირველის" ეთერში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მატყუარები არიან და ისინი ტყუილით მოვიდნენ.
დღეს კიევში საქართველოს საელჩოსთან გია ცერცვაძის მხარდასაჭერი და ხელისუფლების კოლაბორაციონისტული პოზიციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით, საქართველოს პარლამენტის წევრ დავით ბაქრაძეს პერსონალური დაცვა დაენიშნა. ინფორმაციას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
უკრაინაში დაკავებულმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ცერცვაძემ, რომლის რუსეთში შესაძლო ექსტრადირების საკითხი კიევის სააპელაციო სასამართლომ 26 იანვარს უნდა განიხილოს, საქართველოში მის მხარდამჭერებს მადლობის წერილი გამოუგზავნა.
"აფხაზეთის ხმასთან" საუბარში ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი საქართველოს მიერ რუსეთისთვის გიორგი ცერცვაძის პერსონალური მონაცემების გადაცემის ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არ არის რუსეთის საგამოძიებო ორგანოებთან საქართველოს თანამშრომლობის პირველი შემთხვევა.
მსჯავრდებული პოლკოვნიკი რომან შამათავა მიმართვას ავრცელებს და ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, არ დაუშვან მტრისთვის ქართველი ჯარისკაცის გადაცემა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს, მის შემდგომ დღეებში და ზოგადად, შიდაპარტიული დაპირისპირების კულმინაციამდე "ფეისბუქის" დახურულ ჯგუფებში გამოქვეყნებული სტატუსები, სადაც აშკარად ჩანს, როგორ დაიწყო კონფლიქტი ენმ-ს ყოფილ ლიდერშიპსა და აქტივისტებს შორის, დღეს ენმ-ს აქტივისტმა რუსუდან ცირეკიძემ გაასაჯაროვა.