-
2014-02-18 19:04
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორი დავით მაღრაძე და კომისია, რომელმაც სახელმწიფო ჰიმნი დაამტკიცა, შესაძლოა, მინიმუმ, გაუგებრობაში აღმოჩნდნენ გახვეული - ამის შესახებ "ზონანიუსი" წერს.
„ზონანიუსმა“ გამოაქვეყნა ფრაგმენტი ქართული ფილმიდან „ჯურხაის ფარი“, რომელიც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში გავიდა და სადაც გამოყენებული არია ოპერიდან თითქმის სიტყვასიტყვით, სიტყვებისა და მელოდიის დამთხვევით მეორდება დღევანდელ სახელმწიფო ჰიმნში.
ფილმი „ჯურხაის ფარი“ 1943 წელს, დ. რონდელმა გადაიღო. კინოსცენარი გიორგი ლეონიძეს ეკუთვნის.
"აფხაზეთის ხმა" შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტსი ავტორად ოფიციალურად ითვლება დავით მაღრაძე, მუსიკის ავტორად მითითებულია ზაქარია ფალიაშვილი, ხოლო ჰიმნის მუსიკის ავტორად - იოსებ კეჭაყმაძე.
თავიდანვე იყო გათვალისწინებული, რომ ჰიმნის შედგენისას ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ხოლო ჰიმნის ტექსტი აკაკი წერეთლის პოეზიის ერთგავრი "ნაკრები" უნდა ყოფილიყო, სადაც აუცილებლად იქნებოდა რამდენიმე სიტყვა, მათ შორის, ერთი ფრაზაც "ჩემი ხატია სამშობლო". კინოფილმ "ჯურხაის ფარში" სწორედ ზაქარია ფალიაშვილის ოპერის არიაა გამოყენებული.
ფილმის ფრაგმენტის სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას წარწერით "ვიდეო"