ჩოხატაურში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე კონსტიტუციის სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ქვეყნის პირველი პირის არაპირდაპირი არჩევის წესის დანერგვის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიწვევით, ვაშინგტონში გაემგზავრა.
ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. უმრავლესობის, საპარლამენტო ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები უზენაეს კანონში შესატან ცვლილებებს მოსახლეობას აცნობენ.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ჯეიმს ქომის თქმით, რუსეთი, თავისი განზრახვისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, დედამიწაზე ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-სთვის.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ბიბილაშვილმა პარტიის ოფისიდან ონლაინრეჟიმში შეკითხვებზე პასუხის დროს განაცხადა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა დასრულდეს.
ბიზნესმენი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სამეგრელოში, სოფელ ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ოკუპანტები ამჯერად უკვე სამეგრელოსა და სამურზაყანოში აფათურებენ ხელებს.
საოკუპაციო ძალებმა ხურჩასთან საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ 5 ჰექტარი მიითვისეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოწიეს და ახალი საგუშაგო გახსნეს.
სუს-ის განცხადებით, ხურჩასთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე - ამ განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ბიძინა ივანიშვილი ხეების გადატანას ისევ აგრძელებს, ამჯერად შეკვეთილისკენ წაბლის ტრანსპორტირება დაიწყო.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს.
ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე ამ ეტაპზე არ ადასტურებს, რომ შეწყალებაზე იგეგმება პრეზიდენტისთვის მიმართვა, თუმცა ამას არ გამორიცხავს.