
სალომე ღვინიაშვილი ყველასთვის კარგად ნაცნობი მოდელი და ტელესახეა. სალომე „ინსტაგრამის“ აქტიური მომხმარებელია და ყოველდღიურ ცხოვრებასა და რუტინას გამომწერებს ხშირად უზიარებს.
გუშინ, 18 მაისს, მოდელი იუბილარი იყო და მან მეგობრებისა თუ უცნობებისგან უამრავი მილოცვა მიიღო. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა შვილის, ტასო ხიზანიშვილის წერილი.
„ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს საუკეთესო მეგობარს, ყველაზე მაგარ და კეთილ დედას. მას, ვინც მაძლევს საუკეთესო რჩევებს, მას, ვინც ყოველთვის ჩემს გვერდითაა და მას, ვისაც შემიძლია მთელი გულით ვენდო. ვერ წარმოვიდგენ, როგორ მოვიდოდი აქამდე შენ გარეშე. შესაძლოა, ჩვენს ურთიერთობაში არის კარგი და ცუდი მომენტები, მაგრამ ეს ვერასდროს შეცვლის იმას, თუ როგორ გხედავ შენ. მიყვარხარ და იმედი მაქვს, ყველა შენი სურვილი აგიხდება. საუკეთესო დაბადების დღეს გისურვებ“ - წერს ტასო ხიზანიშვილი „ინსტაგრამზე“.