სერგო რატიანის მოთხოვნით, ცესკომ ენმ-ს სიაში ცვლილებები დაარეგისტრირა

Image

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამუშაო საათების დასრულების მომიზეზებით არ გააკეთეს კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ენმ-ს აღმასრულებელი მდივნის მოთხოვნით საარჩევნო კომისიამ ენმ-ს პარტიულ სიაში ცვლილებები დაარეგისტრირა. 

 

კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია თავად სერგო რატიანსაც. გავრცელებული ინფორმაციით, ენმ-ს პარტიული სიიდან, რომელიც უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ვადის სრული დაცვით გადაიგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სერგო რატიანის წერილის საფუძველზე, სავარაუდოდ, ამოიღებენ ნინო კალანდაძეს, ეკა ხერხეულიძეს, ლევან ბეჟაშვილს, დავით კირკიტაძეს, ნუგზარ წიკლაურს, ირაკლი ნადირაძეს  და ომარ მეგრელიძეს. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ცესკომ რეტიანის განაცხადი უკვე დაარეგისტრირა.  

 

ნინო კალანდაძე ენმ-ს პროპორციულ სიაში 29-ე, ომარ მეგრელიძე კი 30-ე იყვნენ.

 

პროცედურის თანახმად, თუკი პარლამენტის წევრი ენმ-ელებიდან რომელიმე დატოვებს დეპუტატის მანდატს, დადგება მისი ჩანაცვლების საკითხი.

 

როგორც წესი, ასეთ დროს პარლამენტის უფლებამოსილებაშეწყვეტილ პირს ის ანაცვლებს, ვინც პროპორციულ სიაში მომდევნოა სიის მიხედვით პარლამენტში შესულთა შემდეგ, თუმცა, პრიორიტეტი პარტიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას ენიჭება, ანუ, ლიდერშიპს შეუძლია ნუმერაციის გვერდის ავლით მოითხოვოს სიაში ნებისმიერ პოზიციაზე მყოფი პირის შეყვანა პარლამენტში. მას შემდეგ, რაც სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატი დატოვა, და ის საკანონმდებლო ორგანოში სიის 28-ე ნომერმა გიორგი ღვინიაშვილმა ჩაანაცვლა. 

 

რაც შეეხება ეკა ხერხეულიძეს, ის სიაში 34-ე იყო, ხოლო ლევან ბეჟაშვილი, რომელიც მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი სიღნაღი-დედოფლისწყაროს რაიონში, სიაში 82-ე ნომერი გახლდათ (სიის 58-ე ნომრიდან ნუმერაცია პირობითია).

 

სერგო რატიანის მიერ სიის ცვლილების მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ენმ-ს დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი:

 

"დღეს დილით, ნაციონალური მოძრაობის ყრილობამდე ჯერ კიდევ მოქმედმა აღმასრულებელმა მდივანმა შეიტანა ცესკოში მოთხოვნა ამოიღონ ჩემი თანამებრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილი საპარლამენტო სიიდან. ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის და ძალიან ჰგავს ივანიშვილის სცენარის განხორციელებას. ივანიშვილის მთავარი მიზანია ჩემი ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან.

 

სამწუხაროა, რომ ეს კეთდება ჩვენი ყოფილი თანამოაზრეების მცირე ჯგუფის ხელით, დაჩქარებულად 20 იანვრის ყრილობის წინ, რომელიც დაადასტურებს პარტიის ერთიანობას და იმას, რომ ამ ერთ მუჭა ადამიანებს არ აქვთ მხარდაჭერა. მე არც მიზნების დამთხვევა მგონია შემთხვევითი და არც ამორალური და ძალიან უსამართლო განაცხადის შეტანის დღის შერჩევა.

 

მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა ჩემი პარტიიდან დისტანცირება, ხოლო პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა ჩავარდა, საქმე გვაქვს პარტიისთვის ზიანის მიყენების აშკარა მცდელობასთან. ნაციონალური მოძრაობა გამოვა ამ ყველაფრიდან გაძლიერებული და ერთიანი, როგორც არასდროს", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე". 

 

სიის შეცვლის მოთხოვნას სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის, ენმ-ს წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !