უცხოეთი

Су-24-ის ჩამოგდებამდე პილოტების გაფრთხილების ფაქტს რუსეთი უარყოფს, პენტაგონი - ადასტურებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმა გამოაქვეყნა თურქეთის მიერ ჩამოგდებული სუ-24-ის მარშრუტი და განაცხადა, რომ პილოტებს არავითარი გაფრთხილება არ მიუღიათ ჩვეულებრივ, ექსტრემალური სიტუაციებისთვის განკუთვნილ ხაზზე და რომ თვითმფრინავი საფრთხეს არ უქმნიდა ოფიციალურ ანკარას.

>>>

სირიაში რუსი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი დაიღუპა (ვიდეო)

სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვაო-ქვეითი დანაყოფის ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის არმიის გენშტაბმა.

>>>

ერდოღანმა მოითხოვა, პატივი სცენ თურქეთის უფლებას, დაიცვას საზღვრები

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა მოითხოვა, პატივი სცენ თურქეთის უფლებას, დაიცვას თავისი საზღვრები. მისი თქმით, თურქულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა ინციდენტის თავიდან ასაცილებლად, როცა რუსი პილოტები 5 წუთის განმავლობაში 10-ჯერ გააფრთხილა, რომ საჰაერო სივრცე დაეტოვებინათ. 

>>>

ლავროვმა თურქეთში ვიზიტი გადადო, რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტი გაწყვიტა

რუსეთმა საპასუხო ნაბიჯები გადადგა თურქეთის მიმართ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მისი კუთვნილი სუ-24 ჩამოაგდო. გამოცხადდა, რომ 25 ნოემბერს თურქეთში დაგეგმილი სერგეი ლავროვის ვიზიტი გადაიდო, ხოლო საპასუხო ნაბიჯის სახით ასევე ცნობილია, რომ რუსეთი თურქეთთან სამხედრო კონტაქტს გაწყვიტავს.

>>>

Су-24-ის შემდეგ, სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

Су-24-ის ჩამოგდების შემდეგ, ცოტა ხნის გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენიც ჩამოაგდეს, ამის შესახებ "როიტერი" ლონდონში ბაზირებული სირიული ორგანიზაციის Syrian Observatory for Human Rights ცნობებზე დაყრდნობით იუწყება.

>>>

პუტინი: ტერორისტთა დამხმარეებმა ზურგში დანა ჩაგვცეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურგში დარტყმა უწოდა რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდებას თურქეთის მიერ. კომენტარი პუტინმა იორდანიის მეფესთან შეხვედრისას გააკეთა. 

>>>

Су-24-ის ჩამოგდების გამო ნატო საგანგებო სხდომას გეგმავს

თურქეთის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდების გამო ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში კოალიციის საგანგებო სხდომაა დაგეგმილი. ამის შესახებ Agence France-Presse იტყობინება. ბრიუსელში ელჩები იკრიბებიან.

>>>

კატაპულტირებისას, სავარაუდოდ, დაღუპული რუსი პილოტის პირველი კადრები (ვიდეო)

სირიის პროვინცია ლატაკიაში, თურქული მხარის მიერ ჩამოგდებული რუსული სუ-24-ის კატაპულტირებული ორი პილოტიდან ერთი, სავარაუდოდ, დაიღუპა. სხვა ვერსიით, ის ცოცხლად აიყვანეს ადგილობრივმა თურქებმა, მეორეს კი ეძებენ.

>>>

"ტვიტერზე" რუსი სამხედრო პილოტის ფოტო გავრცელდა

თურქეთ-სირიის საზღვართან, სირიელი თურქებით დასახლებულ ლატაკიის პროვინციაში ჩამოგდებული სუ-24-ის ორი სამხედრო მფრინავიდან ერთი დაკავებულია. ის ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა და დაატყვევა. მფრინავს, სავარაუდოდ, თურქულ მხარეს გადასცემენ, რომელმაც კატაპულტირების ადგილზე ორი სამხედრო ვერტმფრენი უკვე გააგზავნა.

>>>

კატაპულტირებული რუსი პილოტი ადგილობრივმა მოსახლეობამ დააკავა

ლატაკიის პროვინციაში, სოფელ იამადაში ჩამოვარდნილი რუსული სუ-24-იდან კატაპულტირებული ორი რუსი პილოტიდან ერთი ადგილობრივმა მოსახლეობამ დააკავა. ლატაკიაში, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მდებარეობს, თურქომანები - სირიელი თურქები ცხოვრობენ.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !