უცხოეთი

ლონდონის მეტროში უცნობმა სამი ადამიანი დაჭრა - მომხდარს ტერაქტის კლასიფიკაცია მისცეს (ვიდეო)

მაჩეტეთი შეიარაღებული პირი, რომელიც შეძახილით: "ეს სირიისთვის!"; "თქვენი სისხლი უნდა დაიღვაროს!" სამ ადამიანს დაესხა თავს, ლონდონის მეტროში პოლიციამ ელექტროშოკის გამოყენებით დააკავა. მომხდარს უკვე მიენიჭა ტერაქტის კლასიფიკაცია.

>>>

ტრაილერთა მძღოლები წითელ მოდანზე მანქანების დაწვით იმუქრებიან - მოსკოვში ათკილომეტრიანი საცობია

რუსმა ტრაილერების მძღოლებმა, რომლებიც სისტემა "პლატონ"-ს (გადასახადი წონის მიხედვით) აპროტესტებენ, გადაკეტეს მოძრაობა მოსკოვის წრიულ ხაზზე. ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა,რომ დაწვავს თავის სატვირთო მანქანას წითელ მოედანზე, თუკი გადასახადების ახალ სისტემას არ გააუქმებენ. 

>>>

ერდოღანი: ISIS-ის ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი რუსეთის მოქალაქეა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სირიელი ბიზნესმენი რუსეთის მოქალაქეა.

>>>

ერაყელმა ქურთებმა რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე თავიანთი ბენზინმზიდები ამოიცნეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბენზინმზიდების ფოტოები, რომლებიც უწყებამ თურქეთისა და ISIS-ის კავშირების დამადასტურებელ ფაქტებად დაასახელა, სინამდვილეში, ერაყელი ქურთების კუთვნილი აღმოჩნდა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“  კავშირი არა აქვს.

>>>

ტრანსანატოლიური გაზსადენი დაგეგმილ, 2018 წელზე ადრე - აზერბაიჯანისა და თურქეთის შეთანხმება

თურქეთი და აზერბაიჯანი ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მშენებლობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. „როიტერი“ იტყობინება, რომ ამის შესახებ თურქეთის პრემიერ–მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

>>>

სარატოვის გიმნაზიაში მოსწავლეებს „ახალი დიდი სამხედრო თვითმფრინავის“ ფულს აგროვებინებენ

სარატოვში მდებარე ერთერთი გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ სკოლაში „ახალი დიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ასაგებად“ მოსწავლეებს შორის ფულის აგროვება დაიწყეს, ხოლო იდეა მოსწავლეებს მიაწერეს.

>>>

„სირიაში ომის დამთავრება მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადამიანს - პუტინს შეუძლია..."

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სირიაში დაეშის წინააღმდეგ ოპერაციაში ჩაბმის მომხრე იყო, აცხადებს, რომ მხოლოდ სამხედრო გზით შეუძლებელია სირიის პრობლემის მოგვარება.

>>>

დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები კვიპროსის ბაზიდან სირიაში გადაფრინდნენ

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები კვიპროსში მდებარე ბაზიდან სირიის მიმართულებით გადაფრინდნენ და კოალიციის ოპერაციის ფარგლებში დაეშის პოზიციებს დაბომბავენ. 

>>>

აშშ-ის პოლიციის წარმომადგენელი: სროლის დროს არანაკლებ 14 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეროლდ ბურგუანმა განაცხადა, რომ კალიფორნიის შტატში, სან-ბერნარდინოს ოლქის  სოციალური დახმარების ცენტრში გახსნილი ცეცხლის შედეგად არანაკლებ 14 ადამიანი დაიღუპა, ამდენივე დაჭრილია. 

>>>

სროლა კალიფორნიაში: არიან დაღუპულები და დაჭრილები (ვიდეო)

დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გახსნეს კალიფორნიის შტატში, სან-ბერნარდინოს ოლქის  სოციალური დახმარების ცენტრში მოხდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისაა განკუთვნილი. არიან დაღუპულები და დაჭრილები. სროლა ორმა ან სამმა პირმა დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მანქანით გაიქცნენ.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !