სახელგანთქმული მოკრივე, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ო'ნილ ბელი (O'Neil Bell) მოკლეს ჯორჯიის ქალაქ ატლანტაში. დაუდგენელმა პირმა მას და მის მეგობარს მაშინ ესროლა, როცა ისინი ავტობუსიდან ჩამოდიოდნენ. ბელი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი მეგობარი კლინიკაში გადაიყვანეს.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარკ ობამამ ხელი მოაწერა თავდაცვის განახლებულ ბიუჯეტს, რომლის მიღებაც აქამდე ვერ ხერხდებოდა.
რუსულმა სამხედრო ავიაციამ საჰაერო დარტყმა ალეპოს ჩრდილოეთით, აზეზის დასახლებასთან მოძრავ ჰუმანიტარულ კოლონას მიაყენა. 30 ავტომანქანა დაიწვა, 7 მძღოლი დაიღუპა, 10-ზე მეტი ადამიანი დაჭრილია.
რუსეთმა არანაკლებ 12 ავიადარტყმა განახორციელა სირიის პროვინცია ლატაკიაში, სადაც ცოტა ხნის წინ რუსული "სუ-24" ჩამოაგდეს, - ამის შესახებ "როიტერი" სირიელ ამბოხებულებზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
რუსეთში, კურგანის ოლქში 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი 11 წლის ნათესავი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ძალადობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 11 წლის მეხუთეკლასელი დაორსულდა და ექიმს მიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აზრით, ინციდენტი, რომელსაც სირიის საზღვართან თურქეთის ავიაციის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდება მოჰყვა, წინასწარ დაგეგმილს ჰგავს.
რუსი სამხედრო მფრინავი კონსრტანტინე მურახტინი, რომელიც ამჟამად ლატაკიის ჰოსპიტალში მკურნალობს, გამოწერის შემდეგ ხელმძღვანელობას მოსთხოვს, ისევ სირიაში დატოვონ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება მისცენ, რათა დაღუპულ მეთაურს სათანადო პატივი მიაგოს და მისი სიკვდილის გამო შური იძიოს.
ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო ANNA-News-ის გადამღები ჯგუფი, მათი დირექტორის მტკიცებით, სირიაში იმყოფებოდა და რუსული სუ-24-ის ჩამოგდების თვითმხილველია. ამის შესახებ დირექტორმა "ლაიფ ნიუსს" უამბო და მათი გადაღებული ვიდეოც წარმოუდგინა.
ქვეყნის დასავლეთში არსებული ბაზებიდან ოფიციალურმა ანკარამ ტანკები ჯერ ქვეყნის სამხრეთით გადაისროლა, შემდეგ კი ისინი სირიის საზღვართან გაგზავნა. ამავე დროს, დილიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეს სირიასთან 18 ავიაგამანადგურებელი აკონტროლებს.
ღამის საათებში თურქული კომპანია Efes-ის კუთვნილი ლუდის ქარხანა დაარბიეს ულიანოვსკში. რამდენიმე მანქანით მისულმა აქტივისტებმა ჯერ თურქეთის დროშა ჩამოხიეს და შეურაცხყვეს, შემდეგ კი ის რუსეთის დროშით შეცვალეს და დაწესებულების კარები შეამტვრიეს.