-
2015-11-24 15:55
თურქეთის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდების გამო ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში კოალიციის საგანგებო სხდომაა დაგეგმილი. ამის შესახებ Agence France-Presse იტყობინება. ბრიუსელში ელჩები იკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ სირიის პროვინცია ლატაკიაში, რომელიც თურქებითაა დასახლებული, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს. ორმა პილოტმა კატაპულტირება მოახერხა. გავრცელკებული ინფორმაციით, ერთი დაიღუპა, მეორე კი ადგილობრივმა მოსახლეობამ ტყვედ აიყვანა.
რუსული მხარე ადასტურებს, რომ მათი თვითმფრინავი ნამდვილად ჩამოაგდეს, თუმცა, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფს. ინციდენტში თურქეთის მონაწილეობა დაადასტურა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმაც, როცა განაცხადა, რომ რუსული თვითმფრინავი თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს.