
სირიის პროვინცია ლატაკიაში, თურქული მხარის მიერ ჩამოგდებული რუსული სუ-24-ის კატაპულტირებული ორი პილოტიდან ერთი, სავარაუდოდ, დაიღუპა. სხვა ვერსიით, ის ცოცხლად აიყვანეს ადგილობრივმა თურქებმა, მეორეს კი ეძებენ.
სოციალურ ქსელებში და ვიდეოპორტალებზე ვრცელდება კადრები, რომელიც, აღწერის მიხედვით, სწორედ ლატაკიაშია გადაღებული. მასზე სამხედო მფრინავი ჩანს, რომელსაც თავში და სახის არეში დაზიანებები აქვს მიღებული. გაურკვეველია, მას გონება აქვს დაკარგული თუ უკვე გარდაცვლილია, თუმცა, მაგალითად, თურქეთში სი ენ ენის კორესპონდენტმა უკვე დაწერა "ტვიტერის" თავის მიკრობლოგზე, რომ ერთი რუსლი სამხედრო მფრინავი დაიღუპა.