-
2015-11-24 23:49
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა მოითხოვა, პატივი სცენ თურქეთის უფლებას, დაიცვას თავისი საზღვრები. მისი თქმით, თურქულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა ინციდენტის თავიდან ასაცილებლად, როცა რუსი პილოტები 5 წუთის განმავლობაში 10-ჯერ გააფრთხილა, რომ საჰაერო სივრცე დაეტოვებინათ.
შეგახსენებთ, რუსული სუ-24 თურქეთის კუთვნილმა ფ-16-მა სირიის საზღვართან ჩამოაგდო მას შემდეგ, რაც რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს. ერთი დაიღუპა, ერთი კი, სავარაუდოდ, სირიის პროვინცია ლატაკიაში მცხოვრებმა ადგილობრივმა თურქომანებმა შეიპყრეს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29