-
2015-11-24 18:01
Су-24-ის ჩამოგდების შემდეგ, ცოტა ხნის გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენიც ჩამოაგდეს, ამის შესახებ "როიტერი" ლონდონში ბაზირებული სირიული ორგანიზაციის Syrian Observatory for Human Rights ცნობებზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე Syrian Observatory for Human Rights-მა გაავრცელა ცნობა, რომ რუსულმა ვერტმფრენმა, რომელსაც ხმელეთიდან გაშვებული რაკეტა მოხვდა, ლატაკიის პროვინციაში ავარიული დაშვება განახორციელა. Syrian Observatory for Human Rights სირიაში მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციაშია. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსული ვერტმფრენი ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლმა ერთერთმა ორგანიზაციამ ჩამოაგდო.