-
2015-11-24 23:23
რუსეთმა საპასუხო ნაბიჯები გადადგა თურქეთის მიმართ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მისი კუთვნილი სუ-24 ჩამოაგდო. გამოცხადდა, რომ 25 ნოემბერს თურქეთში დაგეგმილი სერგეი ლავროვის ვიზიტი გადაიდო, ხოლო საპასუხო ნაბიჯის სახით ასევე ცნობილია, რომ რუსეთი თურქეთთან სამხედრო კონტაქტს გაწყვიტავს.
სააგენტო ინტერფაქის ტექსტში ნათქვამია, რომ ინფორმაცია თურქეთთან სამხედრო კონტაქტის შეწყვეტის შესახებ რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, მანამდე ვლადიმირ პუტინმა "ზურში დანის ჩაცემა" უწოდა რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებას.