-
2015-11-24 23:55
სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვაო-ქვეითი დანაყოფის ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის არმიის გენშტაბმა.
გენშტაბის ინფორმაციით, ჯარისკაცი იმ დროს დაიღუპა, როცა სირიაში, სუ-24-ის ჩამოგდების ადგილას სამაშველო ოპერაციას ატარებდა. ორი რუსული ვეტრმტრენ მი-8-დან იქ ერთი გაანადგურეს სირიაში ასადის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფების წევრებმა, მეორე ვერტმფრენმა ბაზაზე დაბრუნება მოახერხა.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ვერტმფრენი ბანდფორმირებებმა გაანადგურეს, "დედამიწა-დედამიწა" ტიპის რაკეტით. აქამდე რუსული ვერტმფრენის განადგურების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ არაოფიციალურად ვრცელდებოდა. სირიელმა ამბოხებულებმა ვიდეოც გაავრცელეს, სადაც, აღწერის მიხედვით, სწორედ რუსულუ ვერტმფრენის განადგურებაა ასახული.