სამართალი

რას გულისხმობს უკონტაქტო პატრულირება - შს მინისტრის მოადგილე განმარტავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა “მაესტროს ფაქტორში” შს სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება უკონტაქტო პატრულირებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამგვარი მეთოდი მოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით მუშაობს.

>>>

ე.წ. კანონიერმა ქურდმა ბადრი კოღუაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა და სასამართლოზე მიიწვია (ვიდეო)

ქართული წარმოშობის ე.წ. კანონიერმა ქურდმა ბადრი კოღუაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა და კრასნოიარსკის სასამართლოს სხდომაზე მიიწვია, სადაც მისი საქმე განიხილება. "კანონიერ ქურდს" სხვა პატიმრის ცემაში ადანაშაულებენ.

>>>

სუს-მა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მხილებული ოთხი პირი დააკავა

სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს თანამშრომლებმა ოთხი პირი: ჯამბულ ა, მირიან ბ, გია ბ. და ლაშა გ. დააკავეს. აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

>>>

"კანონიერი ქურდი" "ცირკაჩი" ანაპაში დააკავეს

რუსული კრიმინალური სამყაროს ტიტულოვანი წარმომადგენელი, ე.წ. კანონიერი ქურდი ოლეგ პიროგოვი, იგივე "ცირკაჩი" ანაპაში დააკავეს. ამჯერად ის ყირიმისკენ მიემართებოდა, სავარაუდოდ, სხვა ავტორიტეტებთან შესახვედრად. "ცირკაჩს" თეთრი, ჰეროინის მსგავსი ფხვნილი აღმოუჩინეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. 

>>>

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ალექსანდრე ნინუა გაათავისუფლეს

თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა პატიმრობიდან 30 ნოემბრის საღამოს გაათავისუფლეს. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

>>>

"თბილისი მოლთან" მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს თბილისში, "თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე. მამაკაცს სასიკვდილო დაზიანებები თავში მიაყენეს.

>>>

ყაჩაღებმა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს 800 ლარი და მანქანა წაართვეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე საკუთარ სახლში დააყაჩაღეს - შეიარაღებულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სახლიდან 800 ლარი წაიღეს, ფარეხიდან კი თავმჯდომარის კუთვნილი მანქანა გაიყვანეს და ტერიტორია ისე დატოვეს.

>>>

გურიაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ მამაკაცს, შესაძლოა, ISIS-თან კავშირი წაუყენონ ბრალად

ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 23 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში აიყვანეს. მისი სახლიდან ხელყუმბარა და „ისლამური სახელმწიფოს“ დროშაა ამოღებული.

>>>

მარტვილში მამაკაცმა ორ ადამიანს თოფიდან ესროლა - ერთი დაიღუპა

"აფხაზეთის ხმის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოში მკვლელობა მოხდა. დაახლოებით 60 წლის ოთარ ს.-ამ, შელაპარაკების შემდეგ ორ თანასუფრელ მამაკაცს თოფიდან ორი ტყვია ესროლა. ორივე თავში დაიჭრა, ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორის მდგომარეობა მძიმეა.

>>>

"ბავშვს ბაღის სახელის გაგონებაც არ უნდა" - მამიდა საბავშვო ბაღში იარაღთან დაკავშირებულ ინციდენტზე ჰყვება

თბილისის 213-ე ბაღის ერთერთი აღსაზრდელის მამიდა ჰყვება ინციდენტზე, რომელიც გუშინ მოხდა, როცა ერთერთი ბავშვის ნასვამმა მამამ ბაღიდან შვილის გამოყვანის დროს მას ხელში იარაღი მისცა და უთხრა, ესროლა ყველასთვის, ვინც აბრაზებდა. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !