სამართალი

"გესვრი!" - იარაღმომარჯვებული პოლიციელი ბაიკერების აქციაზე

"გესვრი!" - ამ სიტყვებით მიიწევს წინ სირბილით იარაღმომარჯვებული პოლიციელი ბაიკერების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სპონტანურად გაიმართა. შეგახსენებთ, ავტოავარია მარცხენა სანაპიროზე მოხდა, წინასწარი ინფორმაციით, იმ დროს, როცა პოლიციის მანქანა მოტოციკლეტს მისდევდა. 

>>>

დაპატიმრებული პოლიციელები დაპატიმრებულ ჯარისკაცებს სოლიდარობას უცხადებენ

ე.წ. „კორტების სპეცოპერაციია“ საქმეზე დაპატიმრებული პოლიციის ოფიცრები, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ:

>>>

მეზობლების თვალწინ ქმარმა ცოლი მოკლა და პოლიციას დაელოდა

ვარკეთილის მესამე მასივში, კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ცხოვრობენ, ქმარმა ცოლს ეზოში ყელი გამოჭრა. ინფორმაციას "ფრონტნიუსი" ავრცელებს.

>>>

ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა თანამშრომელს ზაზა ხასიას, რომელიც დღეს საღამოს საკუთარ სახლთან უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ოპერაცია ჩაუტარდა და ამჯერად მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ "თაიმერი" იტყობინება.

>>>

ზუგდიდში პოლიციელს საკუთარ სახლთან ესროლეს

ზუგდიდში დისლოცირებული განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომელი ზ.ხ. უცნობმა პირებმა საკუთარ სახლთან დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "თაიმერი" ავრცელებს.

>>>

"ათასი ქურდობა ხდება, წადი, თავად გაარკვიე" - გაქურდული ბინის ხელოსანი პოლიციიდან უკან გააბრუნეს

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი თბილისში, დიდუბის რაიონში, წერეთლის პროსპექტზე მომხდარი ერთი ქურდობის შესახებ ჰყვება, რის თაობაზეც პოლიციას გაქურდული ბინის ხელოსანმა შეატყობინა, ხოლო პოლიციიდან მოქალაქე უკან გააბრუნეს, განცხადება არ დააწერინეს და ურჩიეს, სიტუაციაში თავად გარკვეულიყო, რის შემდეგაც ხელოსანმა ადვოკატს დაურეკა და ორივენი პოლიციაში მივიდნენ.

>>>

კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი Каха Тбилисский დააკავეს

სამართალდამცველებმა კიევის აეროპორტში ე.წ. ქურდული სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენელი კახაბერ ორაგველიძე, იგივე "კახა ტბილისსკი" დააკავეს.

>>>

ბარსელონაში საქართველოს მოქალაქემ პოლიციელს ესროლა

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც წარსულში ნასამართლევია და სასჯელს რუსეთის ერთერთ ციხეში იხდიდა, მისი შემოწმების მცდელობის დროს ბარსელონაში პოლიციელს მუცელში ესროლა და მიმალვა სცადა, რა დროსაც დააკავეს. 

>>>

"მასტერა" თბილისში ჩამოიყვანეს

თბილისში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" ჩამოიყვანეს. მისი ექსტრადირება ჰოლანდიიდან მოხდა.

>>>

ოდესის ცენტრში ინკასაციის მანქანას ესროლეს, არიან დაღუპულები (ვიდეო)

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში ინკასაციის მანქანაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ორი პირი, ერთი კი დაიჭრა. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები სამნი იყვნენ. ქალაქში პოლიცია ცხელ კვალზე დევნის რეჟიმით მოქმედებს. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !