-
2022-06-15 16:51
გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმში“ მოდელმა და ტელეწამყვანმა ანი გიუნტერმა დედაზე და მის მდგომარეობაზე ისაუბრა.
როგორც ტელეწამყვანმა გადაცემაში აღნიშნა,
მის დედას არა თუ არ უნდოდა მოხუცთა პანსიონატში, არამედ, პირიქით, ყოველთვის აღნიშნავდა რომ დიდი სიამოვნებით გაატარებდა დღეს სამეგობროში მისი ასაკის ადამიანებთან ერთად.
„ბევრჯელ მომისმენია: „ჩააბარა თავშესაფარში“, „მიაგდო“ და ა.შ...თუ ჩვენთვის ეს იქნება მისი ნების ასრულება,რატომაც არა...“-ამბობს ანი
თუმცა მე ეს არ გამიკეთებია რადგან აქ გადამწყვეტი გახდა დედას მეორე მიდგომა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა.
როგორც ანიმ გადაცემაში ისაუბრა, 2წლის წინ, მას გადაცემაში დაურეკეს და უთხრეს რომ „აღარ არის,დასრულდა“
„ხელებიც ზუსტად ასე ამიკანკალდა და ხმაც, როგორც მაშინ....წამომივიდა ცრემლები,ჩავამტავრე ეთერი და მახსოვს რომ მოვასწარი სასწრაფოში დარეკვა. არ ვიცოდი დამხვდებოდა თუ არა დედაჩემი ცოცხალი,მაგრამ ვიცოდი რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. თუ ეს სიკვდილი არ იყო, რაც მამას მაგალითზე განმიცდია, ვისოდი რომ ყველაფერს ეშველებოდა.“
ტელეწამყვანის თქმით,არც ისე მარტივი აღმოჩნდა დედის მდგომარეობა, რადგან მას უმძიმესი ფორმის ინსულტი დაუფიქსირდა. ანიმ ასევე ისაუბრა დედის მიერ გადატანილ მეორე ინსულტზე და მისგან მიღებულ გამოცდილებაზე. მან საზოგადოებას მისცა რჩევა რომ თუ ვერ ნახულობენ ოჯახის წევრს, ძიმე მდგომარეობის გამო, ვიდეო მონიტორინგი ან ფოტო მასალა მაინც მოითხოვონ.
„როდესაც დედა მეორე ინსულტიდან 44დღის შემდეგ ვნახე, მას თავზე დიდი ჰემატომა ჰქონდა.ფიზიკურად დაუვარდა პერსონალს.
მათ არ დაუმალავთ ფაქტი, მითხრეს, რომ უბრალოდ წაიქცა და თავი მიარტყა კარადას გადმოწევის დროს. მაშინ მე ფოტო ან ვიდეო მასალა ვითხოვე, თუმცა მეუბნებოდნენ რომ კარგად იყო დედა და უმნიშვნელო დაზიანება ჰქონდა.“