რას გულისხმობს უკონტაქტო პატრულირება - შს მინისტრის მოადგილე განმარტავს

Image

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა “მაესტროს ფაქტორში” შს სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება უკონტაქტო პატრულირებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამგვარი მეთოდი მოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით მუშაობს.

 

მისივე თქმით, უკონტაქტო პატრულირება იქნება ვიდეომეთვალყურეობის რეჟიმში დაფიქსირებული დარღვევების იგივე რეჟიმში მიწოდება და დაჯარიმება, როგორც ამას შუქნიშანზე დამაგრებული ვიდეოკამერა აკეთებს.

 

“შსს-მ არსებული პრობლემების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავა კომპლექსურ ღონისძიებათა გეგმა, რომელიც მოიცავს საკმაოდ ბევრ სფეროს. რაც შეეხება უკონტაქტო პატრულირებას, ეს არის სიახლე, რომელიც, თუ პარლამენტი გაიზიარებს, უკვე მომავალ წელს დაინერგება. აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს 21 ქვეყანაშია აპრობირებული და წარმატებით მუშაობს.

 

ე.წ. უკონტაქტო პატრულირება და არა ფარული აპტრულირება გულისხმობს, რომ პოლიციის ავტომობილი, შეიძლება იყოს ჩვეულებრივ ტაქსი, ან უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, რომელიც აღჭურვილია სპეციალური ტექნიკით, გადაადგილდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტითა და გრაფიკით, რომელიც ამ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აფიქსირებს დარღვევებს, რომლებსაც ახდენენ მის წინ და უკან მოძრავი სხვა ავტომობილები.

 

ეს არის, დაახლოებით, პრიმიტიულად რომ წარმოვიდგინოთ, ქუჩის შუქნიშანზე დამაგრებული ვიდეოკამერა, რომელიც გადაადგილდება ქუჩაში და მოძრაობის რეჟიმში აფიქსირებს დარღვევებს. ეს არ გულისხმობს ჩასაფრებას ან თავლთვალს და არ გულისმხობს იმას, რომ პოლიციელი, რომელიც ამ ავტომობილს ატარებს, გააჩერებს დარღვევის შემთხვევაში მძღოლს და დააჯარიმებს, ეს იქნება მხოლოდ უკონტაქტო ვიდეომეთვალყურეობის რეჟიმში დაფიქსირებული დარღვევების, იგივე რეჟიმში მიწოდება და დაჯარიმება, როგორც დღეს ამას შუქნიშანზე დამაგრებული ვიდეოკამერა აკეთებს”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

"კვირა"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !