როგორც "პირველი რადიო" იტყობინება, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა - ის დაჭრილია და რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
ზემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის დეტალების შესახებ ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორმაგი მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთიდან 3 დღის წინ გატაცებული ბიზნესმენები ცოტა ხნის წინ, სოფელ ნარაზენში მოკლულები იპოვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "ოდიში" იტყობინება.
ზუგდიდის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის უკან, სადგომზე გაჩერებული ავტომანქანის საქარე მინები ჩაამსხვრიეს დაუდგენელმა პირებმა გუშინ, ღამის საათებში.
თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე PSP-ს ქსელის აფთიაქს ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს და თანხა გაიტაცა - ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ბიძინა კუჭავას კუთვნილი ავტომანქანის თერთმეტსაათიანი დამატებითი დათვალიერება დასრულდა, იქ ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. მანქანის დათვალიერებას კუჭავების ოჯახის ადვოკატიც ესწრებოდა, თუმცა, მას გამოძიებასთან კითხვები აქვს.
იური ვაზაგაშვილის გარდაცვლებიდან ერთი წლის შემდეგ, პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული ფირცხალავას დნმ-ის ანალიზი მოითხოვა. ამას ისიც დაემატა, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა იური ვაზაგაშვილის საქმის მთავარი მოწმე, ირინა გოგილაშვილი,რომელიც ვაზაგაშვილების საგვარეულო სასაფლაოს უვლიდა.
ზურაბ ენდელაძე, იგივე "ზურა კუტაისსკი" დააკავეს მოსკოვში, აეროპორტ "შერემეტიევოში", როცა ის იქ ნაცნობს ხვდებოდა. ამის შესახებ რუსეთის შს-ს მოსკოვის განყოფილების პრესცენტრი იტყობინება.
ვარკეთილში, შუამთის ქუცაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და ბიძინა კუჭავას ღიად ადანაშაულებს ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობაში. მისი თქმით, მისირელმა ბიძინა კუჭავასთან ან წააგო, ან ისესხა ფული და როცა ფული ვერ დააბრუნა, მას იარაღი მისცა, რითაც შემდგომ მკვლელობა მოხდა მიცკევიჩის ქუჩაზე, ნინუების სახლში.