საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე ძალოვანი, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი - გიორგი სამუშია დააკავეს.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ რუსულ საიტზე "ოხრანა.რუ" ჯერ კიდევ 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც განხილულია, საიდან მოდის "კანონიერი ქურდის" ინსტიტუტი, რა წვლილი მიუძღვის მის შექმნაში სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, ვის და რაში სჭირდებოდა "კანონიერი ქურდის" ინსტიტუტი,ხ როგორც ასეთი და რა უნდა გაკეთდეს მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
უცნობმა პირებმა დედოფლისწყაროში რამდენიმე ტყვია ესროლეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისს. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. სროლის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.
მომხმარებლის პროფილებზე უკანონო შეღწევის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი, 158-ე მუხლის 1-ლი და 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
500 ტომარაში შეფუთული 13, 5 ტონა ჰაშიში აღმოაჩინა ევროპოლიცამ იტალიის ერთერთ კუნძულთან ახლოს, პანამის დროშით მცურავ ხომალდზე. ეკიპაჟის 11 წევრი - საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები, დააკავეს. ოპერაციაში იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის სამართალდამცველები ერთობლივად მონაწილეობდნენ.
უკრაინაში მოხალისე მებრძოლად წასული სნაიპერის, ზუგდიდელი ზაალ ლატარიას დაკავების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს შინაგანი ჯარის ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილი. ის წერს, რომ ზაალ ლატარია მიტოვებულია და რომ მას "პლანი" ჩაუდეს.
შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გოგი თათხუაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისესთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" საკუთარ გვერდზე ინფორმციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ზაალ ლატარია, რომელიც საქართველოში ოჯახის მოსნახულებლად დაბრუნდა, სუს-მა დააკავა.
სპორტის სასახლესთან რამდენიმე ავტომანქანა გაძარცვეს. გავრცელებული ცნობით, ოთხი მანქანის სალონიდან ძვირადღირებული საოჯახო ტექნიკა მოიპარეს. სავარაუდოდ, ძარცვა მიზანმიმართული იყო და მძარცველებმა ზუსტად იცოდნენ, რომელ მანქანაში იყო ტექნიკა.
32 წლის ქართველი წარმოშობის "კანონიერი ქურდი" ირაკლი დანელია, იგივე "იკა მარტვილსკი" რუსმა სამართალდამცველებმა ივანოვოს საბილიარდეში დააკავეს და დიდი რაოდენობით ამფიტამინი აღმოუჩინეს. მასთან ერთად კიდევ 10 ადამიანია დაკავებული.
პორტალი "კვირა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში, ბუკიას ბაღთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მესანგრეთა ჯგუფი მუშაობს, პერიმეტრი კი გადაკეტილია საპატრულო პოლიციის მიერ.