
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე საკუთარ სახლში დააყაჩაღეს - შეიარაღებულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სახლიდან 800 ლარი წაიღეს, ფარეხიდან კი თავმჯდომარის კუთვნილი მანქანა გაიყვანეს და ტერიტორია ისე დატოვეს.
ზაალ მამალაძემ თავდამსხმელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ის სცემეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლითაა აღძრული. ზაალ მამალაძე "გურია ნიუსის" რედაქტორის - ია მამალაძის ძმაა.