1970 წელს დაბადებული ვალიკო მჟავია, მეტსახელად "ვალო" - სწორედ ეს ე.წ. კანონიერი ქურდი აიყვანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლებმა 2016 წლის 19 იანვარს.
გაზეთი "ქრონიკა პლუს" აქვეყნებს სტატიას, სადაც განხილულია პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის ვერსიები. ამასთან, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი დღემდე უცნობ ვერსიებსა და დეტალებზეც წერს.
ტვ "საქართველოს ხმის" დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობას გამორიცხავენ მისი ოჯახის წევრები.
ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი ამბობს, რომ ის გამორიცხავს როგორც ბიძინა კუჭავას მიერ ვახტანგ (პაატა) ქირიას მკვლელობას, ასევე კუჭავას თვითმკვლელობას.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პირადად იცნობდა პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ, აწ გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას, რომელიც ტვ "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი იყო.
მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ძმა - ელდარი სამართალდამცველებს მადლობას უხდის. მისი თქმით, მათ რომ ეფექტურად არ ემუშავათ, ის ძმის ცხედარს ვერ ჩამოასვენებდა, რადგან მას გააქრობდნენ.
14 იანვარს, გვიან ღამით, ფოთში, რაიონული პროკურორის ალექსანდრე გოგუაძის ავტომანქანას მაშინ ესროლეს, როცა პროკურორი აკაკის ქუჩაზე გადაადგილდებოდა. უცნობმა პირმა მანქანის მისამართით, სავარაუდოდ, ოთხჯერ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ტაბულას" თანამშრომლებს, რომლებიც თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) რესტორან "ჭაშნაგირში" ვახშმობდნენ, სამი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა.
მოლდოვის დედაქალაქში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი ბატუმსკი" დააკავეს. სამართალდამცველებმა მისთვის 30 დღიიანი პატიმრობა მოითხოვეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, საქართველოში გამოამგზავრებენ.
თელავში, საპატრულო პოლიციის შენობაში, მეთორმეტე ოთახთან, სადაც მოქალაქეთა მისაღებია, ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციელებს ესროლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მან ერთი პოლიციელი დაჭრა, ერთი კი მოკლა.