
რუსული კრიმინალური სამყაროს ტიტულოვანი წარმომადგენელი, ე.წ. კანონიერი ქურდი ოლეგ პიროგოვი, იგივე "ცირკაჩი" ანაპაში დააკავეს. ამჯერად ის ყირიმისკენ მიემართებოდა, სავარაუდოდ, სხვა ავტორიტეტებთან შესახვედრად. "ცირკაჩს" თეთრი, ჰეროინის მსგავსი ფხვნილი აღმოუჩინეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ "ცირკაჩი" და მისი მეგობარი ვიქტორ ჟარინოვი, იგივე "ჩეზარი" რამდენიმე დღის წინ ერაყის ციხიდან გაათავისუფლეს. რუსული მედია წერდა, რომ ერაყის ხელისუფლებასთან "ავტორიტეტების" გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მიაღწიეს. ამის შესახებ "აფხაზეთის ხმა", რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, უკვე იტყობინებოდა.