
თბილისის 213-ე ბაღის ერთერთი აღსაზრდელის მამიდა ჰყვება ინციდენტზე, რომელიც გუშინ მოხდა, როცა ერთერთი ბავშვის ნასვამმა მამამ ბაღიდან შვილის გამოყვანის დროს მას ხელში იარაღი მისცა და უთხრა, ესროლა ყველასთვის, ვინც აბრაზებდა.
შეგახსენებთ, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს საბავშვო ბაღში სიტუაციის ადგილზე შესასწავლად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. ინციდენტის შესახებ დირექტორმა საბავშვო ბაღების სააგენტოს აცნობა, სააგენტოს ხელმძღვანელობამ კი პოლიციას შეატყობინა.
ნათია ნებუნიშვილი მომხდარ ინციდენტს აღწერს და არასამტავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს:
"მეგობრებო, ასეთი სიტუაცია მაქვს.. ჩემი ძმის შვილი ბაღიდან გულგახეთქილი დაბრუნდა და მომიყვა რომ ვინმე ლუკა პოპოვის მამამ შეაშინათ.. მოკლედ, ვინმე რუსი პოპოვი მივიდა თავისი შვილის წამოსაყვანად ბაღში, პირველი სართულის ფანჯრიდან გადასვა ბავშვი, დააჭერინა ხელში იარაღი და უთხრა, რომელი ბავშვიც აბრაზებდა მისთვის ესროლა!..
იარაღი, მასწავლებლის განცხადებით იყო ნამდვილი და არა სათამაშო.. მოკლედ, ამ პოპოვს როგორ გავუსწორდე მითხარით!.. ბნედა დაცემულ ბავშვს ბაღის სახელის გაგონებაც აღარ უნდა.. ეს სიტუაცია მოხდა თბილისის 213-ე ბაღში..
მოკლედ, ვისაც მიგიწვდებათ ხმა არასამთავრობოებზე ან საგამოძიებო სტრუქტურებზე, მომაწოდეთ ინფორმაცია რომ დავუკავშირდე.. გააზიარეთ, მონიშნეთ ყველა კომპეტენტური ადამიანი ძალიან გთხოვთ!.. დღეს ჩემი ძმის შვილია ასე, ხვალ თქვენი შვილები აღმოჩნდებიან მსგავს სიტუაციაში.. ამას ბოლო უნდა მოეღოს!!!..".