
ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 23 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში აიყვანეს. მისი სახლიდან ხელყუმბარა და „ისლამური სახელმწიფოს“ დროშაა ამოღებული.
სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. ჯამბულ აბდულაევის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბრალდება ISIS-თან კავშირის შესახებ არარეალურია:
„არსად წასულა, ჩემთან იყო და ჩაიში მუშაობდა. ვლოცულობ, რომ სიმართლე გაირკვევა, სხვა რა უნდა ვქნა“, - განაცხადა დაკავებულის მამამ. მისი თქმით, სამართალდამცველები მის შვილს ედავებიან, თითქოსდა დროსასთან ერთად ნაპოვნ რუკაზე „რაღაც გადაადგილების მარშრუტია მონიშნული“