ქართული წარმოშობის ბიზნესმენი ამირან გიორგაძე, რომელმაც კრასნოგორსკში, ადმინისტრაციული შენობის კაბინეტში მოკლა ხელმზღვანელის მოადგილე და ელექტროქსელების უფროსი, შენობიდან გავიდა, საკუთარი "რეინჯ როვერით" ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მის კოტეჯთან ჩაუსაფრდა, ხოლო სკუტერისტი, რომელმაც ის იარაღით ხელში შემთხვევით დაინახა, მოკლა. მანამდე, შენობიდან გამოსვლისას, მან ასევე მოკლა 62 წლის პენსიონერი, რომელმაც იარაღით ხელში დაინახა.
რუსთავი 2–ის პროცესი 22 ოქტომბერს განახლდება. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ურთმელიძემ მიიღო. შესაძლოა, მოსამართლემ საქმეზე განაჩენი სწორედ ხუთშაბათს გამოაცხადოს.
რუსეთში სლავური წარმოშობის "კანონიერ ქურდებს" შორის აშკარა ომი დაიწყო, რომელიც, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამ დაპირისპირებაში კი, ზოგჯერ მიზანმიმართულად, ზოგჯერ კი უნებურად, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის "ქურდებიც" ერთვებიან. რასაკვირველია, არავისთვის იქნება სიურპრიზი, თუ ვიტყვით, რომ ამ "ჩართულებს" შორის ქართველებიც არიან.
მედიასაშუალებებმა გაარკვიეს „ედინაია როსიას“ დეპუტატ რაისა კარმაზინას თანაშემწის, 36 წლის ივან რიაზანცევის სისხლიანი მკვლელობის დეტალები. შეგახსენებთ, რიაზანცევის ცხედარი ვლადიმირის ქუჩაზე მდებარე ბინაში მისმა ცოლმა აღმოაჩინა, რომელიც მეშვიდე თვის ორსულია.
თამაზ ურთმელიძეს, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს, შესაძლოა უახლოეს მომავალში თავად მოუწიოს სასამართლო პროცესებზე სიარული, სადაც ბრალდებული მისი დედა იქნება. 2014 წელს მომხდარი შემთხვევა კი ყველა იმ კითხვაზე იძლევა პასუხს, რომელიც ურთმელიძის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ისმებოდა-მოსამართლის დედამ საკუთარ სიძეს ნაჯახი ჩაარტყა.
ეროვნებით აზერბაიჯანელი ე.წ. კანონიერი ქურდი ზაურ შიპილოვი, იგივე "ზაურ ნახიჩევანელი" დააკავეს მოსკოვში, კრიმინალური ავტორიტეტების შეკრების დროს. ამის შესახებ რუსული პრესა იტყობინება.
ბიზნესმენ თემურ უგულავას ოფიციალური მეუღლე, ბაია დავითაია თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი ებანოიძეს კორუფციაში დებს ბრალს.
იმ სამი პირიდან, ვინც ცოტა ხნის წინ თბილისში, სასტუმრო "რედისონთან" ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, პოლიციამ ერთი დააკავა.
"რუსთავი-2" და "ტაბულა" იტყობინებიან, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში, სასტუმრო "რედისონთან" სროლის ხმა ისმოდა. "რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, ერთი პირი დაჭრილია. დეტალები ზუსტდება.
ყოფილი პოლიციელი - ზურაბ შონია დააყაჩაღეს საკუთარ სახლში გუშინ, რა დროსაც თავდამსხმელებმა შესაშინებლად იარაღი გამოიყენეს და შონისა და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ.