
ვარკეთილში, შუამთის ქუცაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
მკვლელობის მოტივი უცნობია. ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი შვილები დარჩა. მეზობლები ამბობენ, რომ მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ცხედრები უკვე გადაასვენეს პროზექტურაში.