
ზურაბ ენდელაძე, იგივე "ზურა კუტაისსკი" დააკავეს მოსკოვში, აეროპორტ "შერემეტიევოში", როცა ის იქ ნაცნობს ხვდებოდა. ამის შესახებ რუსეთის შს-ს მოსკოვის განყოფილების პრესცენტრი იტყობინება.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ამჯერად ზურაბ ენდელაძის მიმართ ქვეყნის იძულებით დატოვებისა და დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო: ენდელაძემ 5.000 რუბლი უნდა გადაიხადოს, რის შემდეგაც ქვეყანას იძულებით დაატოვებინებენ.
მანამდე "ზურა კუტაისსკის" უცხოელთათვის განკუთვნილ საგამოძიებო დროებით იზოლატორში მოუწევს ყოფნა. აღსანიშნავია, რომ ადრე სასამართლომ ენდელაძის მიმართ ხუთჯერ გამოიტანა დაჯარიმებისა და გაძევებოის ვერდიქტი, მაგრამ მამაკაცი კატეგორიულ უარს ამბობდა სამშობლოში დაბრუნებაზე.