
ზუგდიდის ცენტრში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის უკან, სადგომზე გაჩერებული ავტომანქანის საქარე მინები ჩაამსხვრიეს დაუდგენელმა პირებმა გუშინ, ღამის საათებში.
ფოტოები "აფხაზეთის ხმას" თვითმხილველმა მიაწოდა. წინასწარი ინფორმაციით, "მიცუბიშის" მარკის მანქანის საქარე მინების ჩამსხვრევა გაქურდვას უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.