-
2016-02-12 17:37
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთიდან 3 დღის წინ გატაცებული ბიზნესმენები ცოტა ხნის წინ, სოფელ ნარაზენში მოკლულები იპოვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "ოდიში" იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წინასწარი ინფორმაციით, სამივე ცხედარი დამარხული იყო, დაუდასტურებელი ინფორმაციით დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც დანაშაულს აღიარებს. ერთერთი ვერსიით, ის ყოფილი სპეცრაზმელია.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან სამი მამაკაცი გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით იპოვეს მიკროავტობუსი, რომლითაც დაკარგულები გადაადგილდებოდნენ. ასევე მდინარე უჩაღალში მიაგნეს ერთ-ერთი დაკარგულის მობილურ ტელეფონსაც. ეს ბიზნესმენები ფულის გამოძალვის მიზნით ზუგდიდში ადრეც ჩამოიტყუეს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26