„ქრონიკა +“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალში უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი 20 სექტემბერს გამოაცხადა.
„ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მჯდარი მამაკაცი აბანოთუბანთან, სავარაუდოდ, სხვა მანქანიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნების მიმართ - რუსთავში, მე-11 მკრ-ში მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციას "ინფო რუსთავი" აქვეყნებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში, ცენტრალური ბაზრის შესავლელთან სისხლიანი გარჩევა, რომელსაც თან სროლაც ერთვოდა, ორი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ერთი მძიმედ დაჭრილი პირი სოხუმშია გადაყვანილი.
საბურთალოზე რუსეთის მოქალაქეს სამმა პირმა სცემა. დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას, რომელსაც შსს-ში ადასტურებენ, "კვირა" ავრცელებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში თვითმკვლელობით გარდაცვლილი დემურ სტურუა დედამ საფლავიდან ამოთხარა. ნონა ჯოჯუას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა რძალმა შვილის საფლავზე მისვლა აუკრძალა.
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ინფორმაციას შსს ადასტურებს. ამავე დროს, ცნობილი გახდა მკვლელობის ახალი დეტალები.
"14 ივლისის "მარშიანელებზე" და არა მხოლოდ..." - ამ სახელწოდებით აქვეყნებს ჟურნალისტი და სააგენტო "ჯიეიჩენის" დამფუძნებელი გოჩა მირცხულავა ჩანაწერს, სადაც მოჰყავს სტატისტიკა, სექსუალური ძალადობისა და გარყვნილი ქმედებების კუთხით საქართველოს მოქალაქეების, ძირითადად, ეთნიკური ქართველების მიერ ბოლო წლებში ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
თურქეთში ქართველი ემიგრანტის გივი მაჩაიძის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოკლულის ოჯახის წევრებს აქვთ.
თემქაზე, ზღვის უბანში, მეორე მიკრორაიონში მდებარე პოლიციის შენობასთან ახლოს, დაუდგენელმა პირებმა დაკეტილ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს და გაქურდეს.