
ზემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის დეტალების შესახებ ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორმაგი მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
"როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივმა წყარომ აცნობა, რამდენიმე საათის წინ თავდამსხმელებმა ოჯახში დედას ყელი გამოჭრეს, მისი მცირეწლოვანი შვილი კი დაწვეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. წინასწარი ინფორმაციით, ორმაგი მკვლელობა ძარცვას უკავშირდება. გამოცემა წერს, რომ მომხადრი ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს. საქმე 109 -ე მუხლით აღიძრა.