-
2016-01-30 12:29
მას შემდეგ, რაც ბიძინა კუჭავას კუთვნილი ავტომანქანის თერთმეტსაათიანი დამატებითი დათვალიერება დასრულდა, იქ ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. მანქანის დათვალიერებას კუჭავების ოჯახის ადვოკატიც ესწრებოდა, თუმცა, მას გამოძიებასთან კითხვები აქვს.
„ბიძინა კუჭავა სახლიდან გავიდა 2016 წლის 16 იანვარს, მისი მანქანა ნაპოვნი იქნა მეორე დღეს. მანქანა ორი დღის განმავლობაში ცაგარელის ქუჩაზე იდგა ღია მდგომარეობაში. მანქანა დათვალიერებული და დალუქული იქნა. დღეს კი მანქანაში დამატებითი დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა იარაღი. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი. გავარკვევთ, ვისია ეს იარაღი და ვის ეკუთვნის,“ - განაცხადა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ.
პოლიციის სამმართველოში ბიძინა კუჭავას კუთვნილი ავტომობილის მორიგი დათვალიერება 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამომძიებლებთან ერთად საპროცესო მოქმედებაში კუჭავების ადვოკატი და ბიძინა კუჭავას ქვრივიც მონაწილეობდნენ.