თეა წულუკიანის ფოტო არაეთიკური წარწერით ზუგდიდის იუსტიციის სახლის კომპიუტერზე

ზუგდიდის იუსტიციის სახლში უცნობმა მოქალაქემ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ფოტო დესკტოპ კომპიუტერის მონიტორზე განათავსა. კომპიუტერი საერთო სარგებლობისაა. ფოტოს "ლაივპრესი" ავრცელებს. 

>>>

ასე გადაჰყავთ მანქანით ბავშვები ერთ-ერთი ბაგა-ბაღიდან...

"ფეისბუქზე", ჯგუფში "გაიცანით სამარცხვინო მძღოლები" ვრცელდება ფოტო, სადაც ასახულია, როგორ გადაჰყავთ მსუბუქი ავტომანქანით თბილისის ერთ-ერთი ბაგა ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აღსაზრდელები - ფოტოს მიხედვით, მსუბუქ ავტომანქანაში სალონის გარდა, ბავშვები საბარგულშიც სხედან.

>>>

თინა ხიდაშელისთვის გიგლა აგულაშვილის არჩევანი მიუღებელია, მაგრამ მას პატივს სცემს

 

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშეკლი "ფეისბუქზე" ეხმიანება გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც რესპუბლიკური პარტია დატოვა და "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. მინისტრი წერს, რომ მისთვის აგულაშვილის არჩევანი, მართალია, მიუღებელია, მაგრამ პატივს სცემს მას. 

>>>

ჩერნოვეცკი: "ჩემი ვაჟი არ არის დაკავებული! ეს ტყუილია!"

კიევის ყოფილი მერი, ცნობილი მილიარდერი და ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც აქტიურობით გამოირჩევა ქართულენოვან ინტერნეტსივრცეში, "ფეისბუქზე" წერს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი ვაჟი ესპანეთში პოლიციამ ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა, არასწორია. ჩერნოვეცკი წერს, რომ დარწმუნებულია შვილის უდანაშაულობაში და იმაში, რომ ესპანეთის პოლიცია მის ვაჟს ბოდიშს მოუხდის. 

>>>

საქართველოს მოქალაქემ სოჭის იზოლატორში პირი ამოიკერა

საქართველოს მოქალაქემ, 29 წლის მამაკაცმა, რომელიც რუსეთიდან მისი დეპორტაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განკუთვნილ დროებით იზოლატორში პირი ამოიკერა, - ამის შესახებ "სოჭინიუსი" იტყობინება. 

>>>

"კამერების წინ არ ვილაპარაკებ, შოუს აწყობთ?" - როგორ დააკავა შაქრო კალაშოვი ФСБ-ს სპეცრაზმმა

ძვირადღირებული ავეჯი, ცეცხლსასროლი იარაღისა და ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექცია, ანტიკვარიატი და დიდი რაოდენობით ფული, ხელყუმბარები და კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებები, - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც მოსკოვში, ე.წ. კანონიერი ქურდის ზახარ (შაქრო) კალაშოვის კოტეჯში აღმოაჩინეს. 

>>>

თბილისიდან 53 კმ.-ში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თბილისთან ახლოს, დმანისთან მომხდარი მიწისძვრის ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა. ზოგან ბიძგები იმდენად მძლავრი იყო, რომ მოსახლეობამ სახლები დატოვა და განმეორებითი ბიძგების მოლოდინში ქუჩას მიაშურა. 

>>>

"დამიჭირე, თუ შეძლებ" - გუკა რჩეულიშვილი ძებნილად გამოცხადდება

Catch Me If You Can (დამიჭირე, თუ შეძლებ) - სტივენ სპილბერგის ამ ცნობილი ფილმის ქავერი გამოაქვეყნა "ფეისბუქზე" გუკა რჩეულიშვილმა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მისი დაკავება გუშინ ამაოდ სცადა - რჩეულიშვილი სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო დაკითხვაზე, სადაც დღეს 11 საათზე იყო დაბარებული, არ გამოცხადდა. 

>>>

ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული, 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს

სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის ახალგაზრდაა და ის შსს-მ ცოტა ხნის წინ დააკავა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ სახლში ქურდობის მიზნით, ფანჯრიდან შევიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა შენიშნეს, ისინი მოკლა და ხანძარი განგებ გააჩინა. ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, სავარაუდოდ, ძილში, ხანძრის შედეგად გაიგუდა. 

>>>

გიორგი ლომია "ციხის კადრებზე": ეს კარგად დადგმული და დაგეგმილი პროცესი იყო

2013 წლის 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ციხის ცნობილი კადრები ვლადიმერ ბედუკაძემ გიორგი ლომიას 2011 წლის სექტემბერში გადასცა. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?