
გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორისაა.
ინფორმაციას "არტ ინფო" ავრცელებს.
გია ყანჩელი იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად საუკეთესოდ
არის მიჩნეული.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია გია ყანჩელის სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ
"ინ მემორია მიქელანგელო" მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.არის უამრავი კინოფილმის მუსიკის ავტორი: "არ
დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "მიმინო", "შერეკილები", "რამდენიმე ინტერვიუ პირად
საკითხებზე", "როცა აყვავდა ნუში" და სხვა.
კომპოზიტორს მიღებული აქვს ჯილდოები: ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია,
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და სხვა.
მარიამ ნებიერიძე