-
2016-08-09 23:44
ამერიკელი, 30 წლის ტრევის სტივენსი გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა ქართველი 81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილისთვის - მან ამერიკელ სპორტსმენთან ორთაბრძოლა დათმო.
ამერიკელმა სპორტსმენმა ჭრიკიშვილი მტკივნეული ილეთით გამოჭირა მაშინ, როცა შეხვედრის დასრულებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, ხოლო ქართველი სპორტსმენი შიდოს უპირატესობით იგებდა.
მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში 81 კგ წონითი კატეგორიის ქართველმა სპორტსმენმა ¼ ფინალში იტალიელ მატეო მარკონჩინის მოუგო. შეგახსენებთ, ავთანდილ ჭრიკიშვილი ბოლო სამი საერთაშორისო შეჯიბრებების ფინალისტი იყო.
მეორე ნახევარფინალური წყვილი იყვნენ სერჟიუ ტომა (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) და ჰასან ხალმურზაევი (რუსეთი), სადაც ხალმურზაევმა გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.