დიმიტრი შაშკინი 2008 წლის ომის კულისებზე: "ბევრმა არ იცის..."

Image

საქართველოს თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კულისების შესახებ წერს და იხსენებს იმ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომელმაც მაშინ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.

 

ბევრმა არ იცის, რომ ერაყში მყოფი ჩვენი ბრიგადა თბილისში დაბრუნდა ამერიკული სამხედრო თვითფრინავებით, რაც ომის პირობებში იყო პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან.

 

ბევრმა არ იცის, რომ თბილისის აეროპორტი რუსეთმა ვერ დაბომბა იმიტომ, რომ ასაფრენ ბილიკებზე იდგნენ ამერიკული ჰერკულესები (სატვირთო თვითფრინავები).

 

ბევრმა არ იცის, რომ მე-5 ფლოტის ფლაგმანმა, რომელიც შავ ზღვაში შემოვიდა, თავისი რადარებით გააკონტროლა საჰაერო სივრცე, სამკუთხედით თბილისი-მოსკოვი-ვოლგოგრადი. . და მის მიერ კონტროლებადი სამხედრო პოტენციალი 8-ჯერ აღემატებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს.

 

ბევრმა არ იცის, რომ 14.08.08 იორდანიიდან გამოფრენილ ჰერკულესებს მოჰყვებოდა ავიაგამანადგურებლები.

 

ბევრმა არ იცის, რომ ავიაგამანადგურებლების მეთაურის ფრაზამ, რომ რუსული თვითფრინავების ნებისმიერი აქტიურობა ქართულ ცაში იქნებოდა აღქმული, როგორც იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული თვითფრინავებისთვის.

 

ბევრმა არ იცის , რომ „აშშ-ს ჰუმანიტარულ მისიას საქართველოში” ოფიციალურად ხელმძღვანელობდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გეიტსი.

 

ამ დროს ისიც ბევრმა არ იცის, რომ რუსული ჯარი საქართველოში შემოჭრაზე და ქართველების მკვლელობაზე დალოცა „ერთმორწმუნე” ქვეყნის პატრიარქმა", - წერს შაშკინი. 

 

შეგახსენებთ ამავე თემაზე კიდევ ერთ დეტალს: 2015 წლის აგვისტოში დიმიტრი შაშკინმა ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც, მისი თქმით, 14 აგვისტოს აშშ-დან, მისი მეგობრისგან მიიღო:

 

„ეს სმს-ი მივიღე ჩემი ახლო მეგობრისგან, თეთრი სახლიდან 2008 წლის 14 აგვისტოს:

 

"President’s press conference is in 45 min. Gates will lead the operation. 5th fleet is on its way, Herculeses from Jordan are in the air. GEO will be safe"..

 

„პრეზიდენტის პრესკონფერენცია 45 წუთში იქნება. გეითსი ოპერაციას გაუძღვება. მეხუთე ფლოტი გზაშია. „ჰერკულესები“ იორდანიიდან ჰაერში არიან. საქართველო უსაფრთხოდ იქნება".

 

ყველას უნდა გვახსოვდეს, ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ არის მტერი. გამგები გაიგებს, იმედი მაქვს"..

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?