-
2016-08-11 23:25
"ყაზახეთის პრეზიდენტის თასზე" საერტაშორისო საფეხბურთო ტურნირი რუსეთის ჭაბუკთა ნაკრების სამი სენსაციური მარცხით აღინიშნა. მათ ამ ტურნირზე ტაჯიკ, ირანელ და აზერბაიჯანელ თანატოლებთან შეხვედრების ჯამში სულ 28 ბურთი გაუშვეს, ერთი კი გაიტანეს.
ნაკრების მწვრთნელი დავით ხმელიძეა, ხოლო გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: კულუმბეგოვი, ლებედევი, აბშილავა, აბლოვი, ოხანჯანიანი, მერდეროსიანი, გოგრიჭიანი, გალუსტიანი, ზარანდია, ვოუბა, კეგეიანი და სხვები.
რუსეთის საფეხბურთო კავშირში აცხადებენ, რომ წარმომადგენლები ყაზახეთში არ გაუგზავნიათ და რომ არცერთ გუნდს არ ჰქონდა უფლება, იქ რუსეთის ნაკრების სახელით გამოსულიყო. ნიკოლოზ პისარევი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ყაზახეთში სოჭში შედგენილი გუნდი ან კრასნოდარის მხარის ნაკრები ჩავიდა და თავი რუსეთის ნაკრებად გაასაღა.
ამავე დროს, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვვებ-გვერდზე დავით ხმელიძე მოხსენიებულია, როგორც რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.