ზუგდიდში, სამთავრობო რეზიდენციაში, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციადაა ცნობილი, ტექნოპარკი განთავსდება. ამის შესახებ "კომერსანტი" ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომელიც ამბობს, რომ სიტყვიერი შეთანხმება შენობის გადაცემის შესახებ უკვე მიღებულია.
განმუხურის სანაპირო ზოლზე, რომელიც ცოტა ხნის წინ აუქციონის წესით შეისყიდა "პანორამა თბილისის" დირექტორის კუთვნილმა კომპანიამ, აგვისტოში 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩაატარეს და სასტუმროს მშენებლობის გეგმა დაამტკიცეს.
"სასამართლომ აქიმიძეს და დვალს უნდა აღუდგინოს ნამუსი და პატიოსნება. ვხედავ, რომ "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით უკან არ იხევს "ოცნება", ანუ ბიძინა და მანდ დაეჯახებიან სწორედ კანონი და სიტყვის თავისუფლება", -
მარტვილის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი შალვა (რეზო) ნაჭყებია გარდაიცვალა დღეს ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ავარიის დროს ასევე, ექვსი ადამიანი დაშავდა.
მარტვილში, მდინარე აბაშის კანიონთან ტრაგედია დატრიალდა. მდინარეში ხიდიდან გადამხტარი 17 წლის მიხო ბერიშვილის ცხედარი უკვე იპოვეს, ხოლო მისი სამაშველო ოპერაციის დროს გაუჩინარებული პროფესიონალი სპალეოლოგისა და მყვინთავის ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარს ისევ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს კოკისპირული წვიმა, ჩქარი დინება და ამღვრეული წყალი ართულებს.
რუსი პოლიტოლოგი, იმპერიალისტური შეხედულებებით ცნობილი ალექსანდრე დუგინი საქართველოში ჯონ ქერის ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსეთის მოკავშირეები არ არიან ქართველ პოლიტიკოსებში, მაგრამ მაინც არსებობენ.
ლაპარაკი ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზეა ჯერ ნაადრევად მიმაჩნია - ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა.
ოდესის გუბერნატორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი, დაჯავშნული Toyota Land Cruiser ეთნიკურად ქართველი კანონიერი ქურდის სერგო ღლონტის, იგივე გუგას დავალებით მოიპარეს, რათა დაკავებული "კანონიერი ქურდის" მიმართ ლოიალობა უზრუნველყონ. - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა წერს.
"შემიძლია, სანაძლეო შემოგთავაზოთ, რომ ზურაბ ჯაფარიძის "გირჩთან" გაერთიანების გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ და უახლოეს ხანში განცხადებას გააკეთებთ", - ასე მიმართა ინგა გრიგოლიამ ტვ "პირველის" პირდაპირ ეთერში გადაცემის სტუმარს, "ახალი საქართველოს" ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ გაერთიანების დაანონსება ჯერ ნაადრევია.
1417+1 „ქრონიკა+-ის წყაროს ინფორმაციით, ასეა დანომრილი ის აგენტურული საქმე, რომელიც სამეგრელოს გუბერნატორზე რუსეთის „ფსბ“-ში ინახება. "თამაზ თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი – ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?!" - ამ სათაურით ქვეყნდება გაზეთ "ქრონიკაპლუსში" სტატია, რომელიც სკანდალურ ინფორმაციას შეიცავს.