
მომღერალმა თიკა ჯამბურიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ფოტო ატვირთა, რომლიდანაც აშკარად ჩანს, რომ მომღერალი კონიუნქტივიტით იტანჯება.
როგორც თავად დაწერა, უკვე ერთი თვეა თვალებიდან ცრემლი სდის და ვერანაირი მკურნალობით ვერ შეიჩერა.
„Help! რამე მიშველეთ, გავგიჟდი", - წერს თიკა სოციალურ ქსელში.
ჯამბურიას ამ სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
„ფეისბუქმომხმარებლები“ წერენ, რომ თვალის ამგვარი ვირუსი საკმაოდ გავრცელებულია და მას ექიმთან სასწრაფო მკურნალობა სჭირდება.