საქართველოში დაკარგული ყაზახი ტურისტის გასათავისუფლებლად უცნობი პირები გამოსასყიდს ითხოვენ

Image

საქართველოში დაკარგული ყაზახი ტურისტის სერგეი ტროფიმოვის ახლობლებს უცნობი პირები დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის სახით მათგან 50 ათასი რუსული რუბლის გადახდა მოითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაკარგული ტურისტის მეგობრები ავრცელებენ. 

 

ანუარ დუისენბინოვი - დაკარგულის მეგობარი, ამტკიცებს, რომ მათ მინიმუმ ორჯერ მიიღეს მსგავსი შეტყობინება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მისი თქმით, უცნობი პირები მათ სერგეისთან ვიდეოკავშირის დამყარებას ჰპირდებიან იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ რეკვიზიტებზე თანხას გადარიცხავენ, თუმცა, დაკარგულის მეგობრები მიიჩნევენ, რომ ეს ჩვეულებრივი აფიორაა და ამბობენ, რომ პროვოკაციაზე წამოგებას არ აპირებენ.

 

"ზოგი გვეუბნება, რომ ის სადღაც, რომელიღაც დასახლებულ პუნქტშია და მონად ჰყავთ, ზოგი გვეუბნება, რომ მან თავი გადაიპარსა და სულაც ჭკუიდან შეიშალა, თუმცა ყველა იმით ამთავრებს თხრობას, რომ ფული უნდა გადავრიცხოთ და დაგვაკავშირებენ. ეს ყველაფერი ჩვენ საქართველოს პოლიციას შევატყობინეთ, მაგრამ ჯერ არანაირი რეაქცია არ არის", - ამბობს დუისენბინოვი. 

 

დაკარგულის ახლობლების თქმით, სამძებრო-სამაშველო ჯგუფი, სინამდვილეში, არაფერს აკეთებს:

 

"ათი კაცისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც სერგეის მოსაძებნად გაემართა, ორად გაიყო: ერთი ჯგუფი დაკავებულია რუსი და ყაზახი ტურისტების ცხედრების ამოყვანით, მეორე ჯგუფი კი, სადაც სერგეის ცოლი, მისი მეგობარი და ერთი მაშველი შედიან, მართლაც ეძებს. გამოდის, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან სერგეის სინამდვილეში მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ეძებს. ჩვენ მივმართეთ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მათ გვითხრეს, რომ ნოტა გაგზავნეს, მაგრამ ჩვენ ნოტა კი არა, საქმე გვინდა", - აცხადებს ის და ამატებს:

 

"არც ვიცით, რა გავაკეთოთ - ყაზახეთის პრეზიდენტსაც კი გავუგზავნეთ წერილი. ასე როგორ შეიძლება, უკვე ორი კვირა გავიდა და არანაირი შედეგი არ ჩანს. ჩვენ ვითხოვეთ ლოკაციის დადგენა ტელეფონით, რომელიც თან ჰქონდა სერგეის. ნუთუ ეს ასე ძნელია? თანაც, ჩვენ ვნახეთ, რომ მისი დაკარგვის შემდეგ მისი სკაიპი ჩართული იყო. კამერების ჩანაწერები ამ დრომდე არ გვაქვს, ვიღაცეები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სერგეი თბილისში ნახეს, ვიღაც მწყემსის ნომერიც მოგვცეს, რომელმაც თითქოს დაჭრილი სერგეი ნახა, მაგრამ ამ ნომერზე რომ ვრეკავთ, არავინ გვპასუხობს, უკვე რამდენი ხანია. რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება?".

 

შეგახსენებთ, რომ ცეკვის მასწავლებელი ასტანიდან სერგეი ტროფიმოვი ახლობლებთან კავშირზე, უკვე 20 დღეზე მეტია, არ გასულა. ის საქართველოში სამოგზაუროდ ავტოსტოპით, რუსეთიდან გაემართა. მისი დაკარგვის შემდეგ ყაზახეთის ხელისუფლებამ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ოფიციალური თხოვნით მიმართა, დახმარებოდნენ ტურისტის მოძებნაში. 

 

ფოტოზე: დაკარგული ყაზახი ტურისტი

 

 

 

kazax.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?